რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ადამიანთა უფლებათა სამოქმედო სამთავრობო გეგმის ფარგლებში გასულ წელს განხორციელებული პროექტების ანგარიშის და იმ წიგნების პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოიცა.
ღონისძიებას სხვადასხვა რელიგიური თემის, ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ეს გადახრები, ძირითადი პრინციპებიდან გადახვევა რასაც ჰქვია, ტოლერანტობა, რელიგიური უფლებების დაცვა, ეს ხდება და არა მარტო საქართველოში. ტრადიციაა ჩვენთან კარგი და ეს ხშირი შეხვედრები, ერთმანეთთან აზრის გაზიარება, სოლიდარობის გრძნობა, საერთო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთობლივი ზრუნვა არის საგანგებო მნიშვნელობის თემა,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.