საქალაქო სასამართლოში საფინანსო კომპანია საქართველოს პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო კომპანიის ფაქტობრივი მმართველების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს. კომპანიას მისი მეანაბრეები დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება.
დატოვებს თუ არა წინასწარ პატიმრობაში საქალაქო სასამართლოს მოსამართლე საფინანსო კომპანია საქართველოს მმართველებ, ჯერჯერობით უცნობია. პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
პროცესს ესწრებიან დაზარალებულებიც, რომლებიც ითხოვენ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, საფინანსო კომპანია საქართველოს მმართველები გასული წლის 18 დეკემბერს დააკავა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
გამოძიების ინფორმაციით, კომპანიას ამ დროისთვის 3 ათასამდე დაზარალებული მეანაბრე ყავს და მათ მიმართ დავალიანება თითქმის 76 მილიონ ლარს შეადგენს.
ავტორი: მარიკა გოცირძე