06 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
საქართველოს მოქალაქე დახმარებას ითხოვს - გუნთაიშვილი 2 დღეა ისრაელის საპატიმროშია

საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ გუნთაიშვილი დახმარებას ითხოვს. ის უკვე ორი დღეა ისრაელში, საპატიმროშია გადაყვანილი დაუდგენელი მიზეზით.

ქობულეთის მცხოვრები 23 იანვარს, როგორც ტურისტი ისრაელში თბილისიდან გაფრინდა და აეროპორტშივე დააკავეს.

დაკავებულის ახლობლების განცხადებით, ბოლოს ის ოჯახს გუშინ დაუკავშირდა და აცნობა, რომ მასთან ერთად კიდევ საქართველოს 22 მოქალაქეა დაპატიმრებული. ჯიმშერ გუნთაიშვილის განცხადებით, დაკავება ყოველგვარი ახსნის გარეშე, მოულოდნელად მოხდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს 26 იანვარს დააბრუნებენ, მანამდე კი სადეპორტო განყოფილებაში იქნებიან.

დღის ამბები