06 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
დავით სერგეენკო ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გარკვეული პირების ფინანსურ ინტერესებზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განმარტება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა. დავით სერგეენკო გარკვეული პირების ფინანსურ ინტერესებზე საუბრობს.

„მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც ქრონიკული დაავადება მწვავდება და პაციენტს აქვს მწვავე ფსიქოზი, ასეთ შემთხვევაში ის აბსოლუტურ უმრავლესობაში საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. კლინიკები, ჩვენმა მონიტორებმა ეს უტყუარად დაადგინა, რომ არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე. ის ამ ერთი თვის განმავლობაში, განმეორებით, ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში, იმისათვის, რომ ამ კლინიკებს გამოეწერათ ზედმეტი თანხა და ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

დღის ამბები