ახალგაზრდა ქართველი მხატვარი პირველი გამოფენისთვის ემზადება - მარიამ ჩიჯავაძემ ექსპოზიციისთვის 2 წლის განმავლობაში შესრულებული 33 ტილო შეარჩია.
ყველაზე მეტად პორტრეტების ხატვა უყვარს და ამბობს, რომ ამ ფორმით ადამიანების შინაგანი მდგომარეობის გადმოცემას ცდილობს. ახალგაზრდა მხატვრის თქმით, პირველი პერსონალური გამოფენაც მის შინაგან ემოციებს აერთიანებს.
მარიამ ჩიჯავაძის პირველი გამოფენა კი ხვალიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხოლოდ 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი