06 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ალადაშვილის საავადმყოფოს ყოფილი პროზექტურის კედლის ნაწილი ჩამოინგრა

აღმაშენებლის ქუჩის 138 ნომერში ალადაშვილის საავადმყოფოს ყოფილი პროზექტურის კედლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების განცხადებით, ამ ტერიტორიაზე მდებარე შენობები ავარიულია და მათ სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობა სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.

დღეს მოსახლეობას მერიის თანამშრომლები შეხვდნენ. მათი განცხადებით, ზედამხედველობის სამსახური ამ ყველაფრის შესახებ ინფორმირებულია. მერია ადგილობრივებს პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ზომის მიღებას დაჰპირდა.

როგორც ცნობილია, ადგილზე თოჯინების თეატრს დეკემბრის თვიდან ააშენებენ.

დღის ამბები