საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელები მერიის კიდევ ერთი სამსახურის ხელმძღვანელის სახელფასო ანაზღაურებას ასაჯაროებს.
მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 4 700 ლარზე მეტია, მისი მოადგილისა კი 3800 ლარი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერიაში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესი რიგითი თანამშრომლების ხელფასების შემცირების ხარჯზე მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ ფრაქციამ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის ანაზღაურებაც გაასაჯაროვა, რაც ბაღის აღმზრდელის ხელფასს 10-ჯერ აღემატება.
„აქაც გვაქვს მსგავსი, ფსევდოოპტიმიზაციის პროცესს ამოფარებული მერია. პრემიებს უმცირებს და ხარჯებს უმცირებს მხოლოდ რიგით თანამშრომლებს და არა დირექტორებს და მის მოადგილეებს,“ - აცხადებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.