06 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
გია ცერცვაძე საპასპორტო კონტროლის გავლისას თბილისის აეროპორტში შეაყოვნეს - ქართველი სამხედროს მეუღლე დეტალებს იხსენებს [ვიდეო]

გია ცერცვაძე საპასპორტო კონტროლის გავლისას შეაყოვნეს. როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში საუბრისას  გია ცერცძვაძის მეუღლემ განაცხადა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით გია ცერცვაძე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იცდიდა, შემდეგ კი მას გასვლის უფლება მისცეს.

ტატიანა მესხის თქმით, სავარაუდოდ შეყოვნება ინფორმაციის გადამოწმებას უკავშირდებოდა, თუმცა მას მესაზღვრეებმა არაფერი შეატყობინეს.

„როდესაც მეორე სართულზე ავედით რეგისტრაციის გავლის მერე, გიამ გაირა შემოწმების კონტროლი და მივიდა საპასპორტო ზღვართან. მე ყველაფერს ამას ვუყურებდი. გია შეაყოვნეს 20 წუთით, ნახევარი საათით მაინც. დამირეკა გიამ და ვკითხე რა ხდება რატომ გაგაჩერეს და მეხუმრებოდა დაიცადე გადაურეკავენ, ალბათ სიებში ვარო. ხუმრობით მეუბნებოდა. ეს მისი ვარაუდი იყო. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი 5 წუთში გადის საპასპორტო კონტროლს, გია დააყოვნეს,“-განაცხადა ტატიანა მესხმა.  

დღის ამბები