06 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
რატომ გადაწყვიტა ამ მთავრობამ ეს ადამიანი ბედის ანაბარა გადაეგდო? მე ვარ შეურაცხყოფილი - ლიკა ბასილაია ცერცვაძის საქმეზე საუბრობს

„ვერ გაგვირკვევია, გვიცავს თუ არა ჩვენი სახელმწიფო,“- ეს განცხადება საინფორმაციო პორტალის ევროპა საქართველოსთვის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ გადაცემა არჩევანში ქართველი სამხედროს, გია ცერცვაძის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

ლიკა ბასილაიას თქმით, მას არ აინტერესებს პოლიტიკური კონტექსტი, ის მოითხოვს პასუხებს, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე. მას ასევე აინტერესებს, ვინ დაურეკა მესაზღვრეს. 

„რატომ გადაწყვიტა ამ მთავრობამ ეს ადამიანი ბედის ანაბარა გადაეგდო, სხვა ქვეყნის განსასჯელად ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქე, ალყიდან გამოუყვანია უკრაინელები და გადაურჩენია, ამას ყვება უკრაინელი, მე ვარ აღშფოთებული, შეურაცხყოფილი,“- განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ. 

დღის ამბები