06 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ზაქარია ქუცნაშვილმა ქართველი სამხედროს მეუღლეს ბოდიში მოუხადა

უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის მეუღლე ტატიანა მესხი რამდენიმე საათში კიევში გაემგზავრება.

ის ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება. როგორც ტატიანა მესხი რუსთავი 2-თან ინტერვიუში აცხადებს, მას უკრაინული სასამართლოს იმედი აქვს და ელოდება, რომ გია ცერცვაძე ხვალ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდება.

ტატიანა მესხმა ასევე ქართული ოცნების დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. გია ცერცვაძის მეუღლე ამბობს, რომ მას დეპუტატი პირადად დაუკავშირდა და ბოდიში მოუხადა.

„დღეს როგორც იქნა დამირეკა. ჩემი ტელეფონი იშოვეს, ვილაპარაკეთ, ბოდიშიც მომიხადა. ვილაპარაკეთ ამ ყველაფერზე, რომ ეს გაუგებრობაა და ვნახოთ რა იქნება. თვითონ ბატონმა ზაქარიამ დამირეკა. მითხრა რომ მას არ უწოდებია, რომ გია არის მკვლელი,“ - განაცხადა ტატიანა მესხმა. 

გია ცერცვაძე უკრაინის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე 10 დღეა იმყოფება. 

დღის ამბები