06 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ერთი დღე გადაწყვეტილებამდე - ქართველი და უკრაინელი თანამებრძოლები გია ცერცვაძეს მხარდაჭერას უცხადებენ

უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის საქმე - უკვე ცნობილია, რომ უკრაინის პროკურატურა სავარაუდოდ, არ მოითხოვს ქართველი მებრძოლის პატიმრობაში დატოვებას.

ხვალ, გია ცერცვაძის მეუღლე ტატიანა მესხი, კიევში გამართულ სააპელაციო სასამართლო სხდომას დაესწრება.

ქართულ ლეგიონს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დაუდასტურა, რომ ცერცვაძის პატიმრობაში დასატოვებლად ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავენ. იური ლუცენკოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ლეგიონის მეთაურმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარისთვის უკვე გაგზავნილია საბუთი, რომელიც ცერცვაძის საომარ მოქმედებებში მონაწილეობას ამტკიცებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უკრაინის ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ სტატუსის მინიჭებით, ისინი მებრძოლების რუსული დევნისგან დაცვას შეძლებენ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა საკუთარ facebook გვერდზე გია ცერცვაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი ხვალ კიევის დროით 12 საათზე გაიმართება. სააპელაციო სასამართლოში ცერცვაძის მხარდასაჭერად მისვლას მისი ქართველი და უკრაინელი თანამებრძოლები აპირებენ.

ავტორი: დავით კაკულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები