ქუთაისის ოპერაში ჯუზეპე ვერდის შედევრი ტრავიატა დღეს განსაკუთრებული შემადგენლობით აჟღერდა. ერთერთი ყველაზე პოეტური ოპერის პირველი პრემიერა ქუთაისის ოპერაში ოქტომბერში გაიმართა. მეორე სპექტაკლამდე დიდი პაუზა კი მსოფლიოს სხვადასხვა თეატრების სოლისტების ერთად შესაკრებად გახდა საჭირო.
თეატრის ადმინისტრაცია და დამდგმელი დირიჟორი, რევაზ ჯავახიშვილი, ამ საღამოსთვის რამდენიმე თვე ემზადებოდა.
ტრავიატას ამ წარმოდგენაში მთავარ როლებს საერთაშორისო აღიარების მქონე ახალგაზრდა ქართველი მომღერლები ასრულებენ.
ავტორი: მაია ლომიძე.