06 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
აქცია ნაბაკევში - ადგილობრივები ზუგდიდის რაიონთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტის გაუქმებას აპროტესტებენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზუგდიდის რაიონთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტის გაუქმება გააპროტესტეს სოფელ ნაბაკევში ადგილობრივმა და გალის რაიონის სხვა ქართული სოფლების მოსახლეობამ.

ვიდეომასალა მათ თავად გაავრცელეს. ხალხი სოფელ ნაბაკევის ცენტრში შეიკრიბა.

უკვე მესამე დღეა, რაც ოკუპანტები აფხაზური უშიშროების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე არ ატარებენ და გადმომსვლელებს აჯარიმებენ. გაზრდილია საჯარიმო სანქციაც.

მათ გაფრთხილებაც მიიღეს, რომ საოკუპაციო პერიმეტრის გადაკვეთა მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდიდან შეეძლებათ.

დღის ამბები