06 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისება არ შეიძლება - გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის წევრების აზით, კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს ქართული მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვა, რადგან გიორგი გუგავას განცხადებით, მიწა ქვეყნის დიდი მატერიალური სიმდიდრეა.

„ქვეყნის ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრე არის მიწა, აქედან გამომდინარე, ის საქართველომ განსაკუთრებულად უნდა დაიცვა. ჩვენ წლების განმავლობაში ვიბრძვით იმისთვის, რათა უცხო ქვეყნის რეზიდენტებზე არ მოხდეს მიწების გასხვისება. ვფიქრობთ, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ მიწა არის ყველაზე დაცული ობიექტი, მატერიალური სიკეთე და მისი გასხვისება უცხოელებზე არ შეიძლება,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

ავტორი: ნატა მახვილაძე 

დღის ამბები