რუსთავის აზოტიდან 350-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. თანამშრომლების ნაწილს საშვები დაბლოკილი დახვდათ და სამსახურში შესვლა ვერ შეძლეს. ადგილობრივი პროფკავშირების ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილება ახალმა ადმინისტრაციამ მიიღო.
გათავისუფლბულთა სიაში პენსიონერებიც არიან. აზოტში დასაქმებულების განმარტებით, მათთვის უცნობია ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მოტივი.
ქარხნის ადმინისტრაცია თანამშრომლების გათავისუფლებას უარყოფს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს. ადგილზე გათავისუფლებულების მხარდასაჭერად ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი მამუკა ჩიქოვანი მივიდა.