06 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ მის ყოფილ თანაგუნდელებს ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია უკლებამ მის ყოფილ თანაგუნდელებს ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2-მა წევრმა პარტია დატოვა და ევროპულ საქართველოში გაწევრიანდა, ძველ ფრაქციას ისინი არ ტოვებენ. გია უკლებას განცხადებას საკრებულოს წევრმა დავით გოგისვანიძემ უპასუხა.

“ძალიან დასანანია, რომ იმ საერთო ფონზე რა ფონიც არის საქართველოში და იმ საერთო მტერზე, ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ვგულისხმობ, აი ამ ფონზე მათ რატომღაც ის გზა აირჩიეს, რომ  მთავარ ოპონენტად ჩვენთან უნდათ ფარიკაობის გაგრძელება. ჩვენ ამ გზას არ ავირჩევთ“ - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს წევრმა დავით გოგისვანიძემ.  

დღის ამბები