06 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ოლიმპიური კომიტეტი "რუსთავი 2-ს" პრეზიდენტის არჩევნებზე აჟიოტაჟის შექმნაში ადანაშაულებს

ოლიმპიური კომიტეტის ბრალდებები ირაკლი მეძმარიაშვილის და რუსთავი 2-ის მისამართით - სპორტულ გაერთიანებაში დაწყებული სკანდალის შემდეგ, ცოტა ხნის წინ პირველი განცხადება კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გააკეთა. ის საკუთარ კონკურენტს და რუსთავი 2-ს უსაფუძვლო აჟიოტაჟში ადანაშაულებს.

როგორც იცით, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ყრილობის შედეგები გააუქმა. შესაბამისად ოლიმპიური კომიტეტი 2016 წლის 23 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს.

ლერი ხაბელოვის განცხადებით, საგანგაშო არაფერი მომხდარა და კომიტეტის არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ირაკლი მეძმარიაშვილი კი ფიქრობს, რომ ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები რეალობას არიან აცდენილები და ვერ ხვდებიან რა სიტუაციაში არიან ახლა. მეძმარიაშვილის აზრით, ორივე მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, შოთა ხაბარელი ირაკლი მეძმარიაშვილის გარემოცვასა და მის მხარდამჭერებს ნაციონალურ მოძრაობასთან აიგივებს, თუმცა თავად მეძმარიაშვილს ის პარტიასთან კავშირში არ ადანაშაულებს.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდება.

ავტორი: დავით ერაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები