06 ნოემბერი 2024,   03:07
ვრცლად
პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ქართველი მოდელები გამოვიდნენ

ქართველი მოდელები პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე. მარიამ ურუშაძემ და ანა შელიამ მსოფლიოში აღიარებული დიზაინერების კოსტიუმები მოირგეს. მაღალი მოდის კვირეულზე 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია 30-მდე მოდის სახლმა წარადგინა.

მარიამ ურუშაძე პოდიუმზე ისეთ ცნობილ მოდელთან ერთად გამოვიდა, როგორიცაა ნატალია ვადიანოვა, ანა შელია კი პოდიუმზე რალფ ენდ რუსოს თვლებით გაფორმებული გამჭირვალე კაბით გამოვიდა. რალფ ენდ რუსომ 2017 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექციისთვის სულ 55 კოსტიუმი დაამზადა.  

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი. 

დღის ამბები