დეპუტატებმა დავით ნარმანიას თბილისის განვითარების ფონდის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ოპოზიციამ ფონდის საქმიანობა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის ნაცვლად, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს მერიის კიდევ ერთი სტრუქტურა არამიზნობრივად ხარჯავს.
ფონდის საქმიანობასთან ერთად, ოპოზიცია იქ დასაქმებულთა კომპეტენციასაც ეჭვქვეშ აყენებს. ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ 58 თანამშრომლიდან პროფესიით მხოლოდ ერთია არქიტექტორი. ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ სპეციალისტებსაც.
პროექტი, რომელსაც სპეციალისტები აკრიტიკებენ, თბილისის მერისთვის საამაყოა. დავით ნარმანია ამბობს, რომ აღმაშენებლის რეაბილიტაცია განვითარების ფონდმა მაღალი ხარისხით შეასრულა. მერი ფონდის არათუ გაუქმებას, არამედ მისთვის დაფინანსების გაზრდასაც გეგმავს.
თბილისის განვითარების ფონდი მერიის დაქვემდებარებაშია და ის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ავტორი: ეკო მაღრაძე.