06 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონსურსის თარიღი ჯერჯერობით უცნობია

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ახალი ეტაპის დაწყების ვადები უცნობია. ასევე, უცნობია, დარჩება თუ არა კომისიის შემადგენლობა უცვლელი.

სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი კი თეა წულუკიანისგან განმარტებებს ელოდებიან. ევროსაბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატების ჩაგდებაში თეა წულუკიანმა სწორედ ისინი დაადანაშაულა.

გარკვეულ ცვლილებებს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კომისიაში მმართველი გუნდი არ გამორიცხავს. ოპოზიცია ახალი კანდიდატურების შერჩევის ხელახალ ეტაპზე იუსტიციის მინისტრის შესარჩევი კომისიისგან დისტანცირებას ემხრობა.

იუსტიციის სამინისტროში დამატებითი განმარტებები დღეს არ გაუკეთებიათ. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ხელახალი კონკურსის შედეგად ევროსაბჭოსთვის მისაღები სია გაიგზავნება.

სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ კანდიდატების ჩაგდება სწორედ შერჩევის არაობიექტური პროცესის შედეგია.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ახალი სიის შედგენა წლის განმავლობაში მოხდება. ამ დროს კი სულ რამდენიმე დღეში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს, ნონა წოწორიას ვადა ეწურება.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები