ტურისტის მოთხოვნებს გუდაური მალე დააკმაყოფილებს. ახალი გუდაურის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო კომპანიამ შეიმუშავა, გონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსოფლიო ბრენდის სასტუმრო რედისონ ბლუ გუდაური აშენდება.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სასტუმროების კიდევ ერთ ქსელთან და სავარაუდოდ გუდაურში სასტუმრო შერატონიც აშენდება. ახალი საბაგიროები, სასრიალო გზები, აპარტოტელები, სპორტული დარბაზები, ღია და დახურული აუზები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები, ახალ გუდაურში ეტაპობრივად ქართველმა დეველოპერებმა უნდა ააშენონ. კომპანიამ ახალი გუდაურის 50 ჰექტარის განაშენიანების ვალდებულება 2016 წელს აიღო.
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით გუდაურში ვიზიტორების რაოდენობა ყოველ წლიურად 25 პროცენტით მატულობს.
პროექტი 6 წელიწადში უნდა დასრულდეს. 2023 წლისთვის კი გუდაური 4 სეზონიანი დასასვენებელი კურორტი იქნება.
ავტორი: მარიკა გოცირიძე.