სამართალდამცავებმა ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე შსს-ს 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავეს, ინფორმაცია რუსეთავი 2-ს პროკურატურაში დაუდასტურეს.
ყოფილ პოლიციელებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც ცემისა და მუქარის განხორციელებას გულისხმობს.
დაკავების თაობაზე ვრცელ ინფორმაციას პროკურატურა ხვალ გაავრცელებს.
გიორგი გასვიანმა სამართალდამცველები ძალადობაში დეკემბერში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, შემთხვევა სასტუმრო ბორჯომი კროუნ პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.