ქართველი ვიცე პოლკოვნიკი, რომელიც პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს, დღეს უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდება. გია ცერცვაძემ კიევის წინასწარი პატიმრობის იზოლატორი დღის ბოლოს დატოვა. მას საპატიმროსთან თანამებრძოლები და პოლიტიკოსები ელოდებოდნენ, რომლებიც ქართველ სამხედროს ოვაციებით შეხვდნენ.
მის გათავისუფლებას წინ უძღვოდა პროკურატურის გადაწყვეტილება, რომლითაც ცერცავძეს აღმკვეთი ღონისძიების ფორმა პატიმრობა ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით შეეცვალა.
ცერცვაძე გუშინ პროცესიდან უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა ბიუროკრატიული მიზეზებით სასამართლოში საჭირო დოკუმენტის დაგვიანების გამო პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო.
ცერცვაძის გათავისუფლება დღის ბოლოს მაინც მოხერხდა. ცერცვაძის გათავისუფლება რუსთავი 2-ის მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა.
ავტორი: ნოდარ მელაძე