ფოთში გუშინ გვიანობამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო კონტროლს ახორციელებდა. ქალაქში საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანები ინტენსიურად გადაადგილდებოდნენ.
სამართალდამცველები ავტომობილებს, საბარგულებს და მძღოლების საბუთებს ამოწმებდნენ. მსგავსი ღონისძიება ფოთში რამდენიმე თვის წინაც ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეიდი გეგმიური იყო.