დღეს ნინოობაა. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება, მათ შორის ბოდბის მონასტერშიც, სადაც წმინდა ნინოს საფლავია.
სიონის საკათედრო ტაძარში კი ტრადიციულად გამოაბრძანებენ წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს. ნინოობა საქართველოში ორჯერ აღინიშნება.
პირველ ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს.