ავტოავარია თელავის რაიონში. შემთხვევა სოფელ კახიფარში მოხდა. Mitsubishi-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია მძღოლი, რომელსაც სხეულის მოტეხილობები აღენიშნება.
დაშავებულები გურჯაანის და თელავის რაიონულ საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურები.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.