დღეს ნინოობაა. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება, მათ შორის ბოდბის მონასტერშიც, სადაც წმინდა ნინოს საფლავია.
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ასრულებს.
ტაძარში გამობრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.
ნინოობა საქართველოში ორჯერ აღინიშნება. პირველ ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს.