სამსახურის მაძიებელთათვის ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას აგრძელებს. ერთი მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც ამ დრომდე უმუშევრები არიან. ამ დროის მონაცემებით, 1400-მდე სამუშაო ადგილი უკვე შეიქმნა.
პროექტი ევროკავშირის ინიციატივით ხორციელდება და აერთიანებს სახელმწიფო სექტორში არსებულ ბაზებს. პროექტი საქართველოში დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო და მასში ჩართულმა პირებმა უკვე გაუწიეს მომსახურება 1800-ზე მეტ სამსახურის მაძიებელ მოქალაქეს.