06 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
"მთავრობა აცხადებს, რომ მათ უნდათ ეკონომია გააკეთონ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ ბინები," - ელენე ხოშტარია

პარლამენტის ფრაქცია  ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის თავმჯდომარე ელენე ხოშტარია აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.

შეხვედრისას დეპუტატმა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც დევნილის სტატუსის შესაძლო  გაუქმებას და  შემწეობის შეჩერებას ეხება.  

„მთავრობა პირდაპირ აცხადებს, რომ მათ უნდათ ეკონომია გააკეთონ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ ბინები, რომლებიც ცხოვრებენ სახურავების გარეშე სახლებში, რომლებსაც არ აქვთ არანაირი შემოსავალი, სადაც უმუშევრობა არის სამჯერ მეტი ვიდრე სხვა ჯგუფებში, მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ თქვენზე ზრუნვას ვწყვეტთ. გარდა ამისა, ამ დოკუმენტში არის ძალიან საშიში ტენდენცია პოლიტიკური სტატუსის დევნილის საერთოდ მოხსნის. პირდაპირ წერია, რომ როდესაც სოციალური დახმარება აღარ ექნებათ, აღარ მოუნდებათ დარეგისტრირება დევნილებად, რაც ნიშნავს რომ ქვეყანაში დევნილების რაოდენობა რადიკალურად შეგვიმცირდება და რაღაც მომენტში საერთოდ აღარ იქნება. ანუ რას ნიშნავს, ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნება, აღარ არის ჩვენი ქვეყნის ამოცანა?“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დევნილებთან შეხვედრას პლატფორმა აფხაზთა კრების ლიდერიც დაესწრო. მალხაზ პატარაია ხელისუფლებას კანონში დაგეგმილ ცვლილებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.  

დღის ამბები