„დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში" - ამ სახელწოდებით პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ინტერნიუს საქართველოში. პროექტის ფარგლებში, საქართველოს 9 რეგიონული მედია ორგანიზაცია მიკროგრანტს, აღჭურვილობას და გამოცდილებას მიიღებს.
პროექტის მიზანია გაზარდოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მედია წიგნიერებას შეუწყოს ხელი.
"პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ორიენტირებულია რეგიონული მედიის განვითარებაზე და კერძოდ მულტიმედიური კონტენტის, მულტიმედიური პლატფორმების გაძლიერებაზე რეგიონებში,“ - განაცხადა პროექტის დირექტორმა მაია მიქაშავიძემ.