06 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
მოსალოდნელი ყინვები - "gwp", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ

მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით კომპანიები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ.

აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები.

ასევე, რეკომენდირებულია, რომ მოქალაქეებმა დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.

დღის ამბები