კომპიუტერულ სისტემაში არსებული მონაცემების გამოთხოვაზე სასამართლოსთვის მიმართვის ექსკლუზივი პროკურატურას აღარ აქვს. საკონსტიტუციო სასამართლომ ნადია ხურციძის, დიმიტრი ლომიძისა და ტარიელ ჩოჩიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და სადაო ნორმები გააუქმა.
მოსარჩელე მხარის პოზიცია არსებითი განხილვის ეტაპზე პარლამენტმაც გაიზიარა. პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე ძალაშია და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.