რა ბედი ეწია დრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას - აფხაზეთის ომის მონაწილე 52 წლის მამაკაცი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და მას უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი გადმოცემა თბილისისთვის ვერ მოხერხდა.
დღეს კი ლუკავას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავებული მათ ტელეფონით დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. თუმცა ამის შემდეგ ოჯახი აცხადებს, რომ პატიმარი დაიკარგა და ვარაუდობს, რომ ის მოკლულია.
ლუკავას ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას და საკითხის გარკვევას სთხოვს.