ძლიერი თოვის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა. აკრძალვები მოქმედებს მისაბმელიან, ნახევრად მისაბმელიან და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტომობილებზე.
გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გომბორის უღელტეხილზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი.
რაც შეეხება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო მაგისტრალს, აქ ავტომანქანებით გადაადგილება თავისუფალია.