ადვოკატთა დევნის საკითხებზე დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მსჯელობდნენ.
ზაზა ხატიაშვილის თქმით, ადვოკატებზე, ნათელა გოდერიძესა და მზევინარ კოსტავაზე, ინტენსიური დევნა ხორციელდება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე კოლეგების დასაცავად მასშტაბურ აქციებს აანონსებს.
"ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ხელისუფლება, თუ ადვოკატების დევნას თავს არ დაანებებს,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.