ინტენსიურად თოვს ბათუმში - ქალაქში თოვლის საფარმა უკვე 5 სანტიმეტრს მიაღწია. ცენტრალური მაგისტრალის გაწმენდა დაწყებულია, რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს, სამუშაოები აქ ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ძლიერი თოვის გამო ცვლილებები შევიდა ბათუმის აეროპორტის განრიგშიც.
თავის დროზე ვერ შესრულდა ბათუმი-სტამბოლისა და ბათუმი-მოსკოვის რეისები. მგზავრები სასურველი მიმართულებით გამგზავრებას აეროპორტში ამ დრომდე ელოდებიან.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე 5 ბალამდე შტორმი, მაღალმთიან აჭარაში კი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.