ფრიდრიხ ებერტის ფონდმა 14-29 წლის ქართველ ახალგაზრდებს შორის სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ მათი აღქმები, მოლოდინები და დამოკიდებულებები.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის და jam-news მასალების მიხედვით, ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია - 85 %, საშუალო განათლებით - 47%, ცხოვრობს მშობლებთან - 70% და მშობლების კმაყოფაზეა - 62%.
კვლევისა მიხედვით, ქართველი ახალგაზრდების 34% უმუშევარია, ანუ ყოველი მესამე და 75%-ს მიაჩნია, რომ დასაქმებისთვის ნაცნობების ყოლაა უფრო მნიშვნელოვანი.
სოციოლოგიური კვლევის შედეგით, ქართველი ახალგაზრდა სიგარეტისთვის ხარჯავს თვეში 80 ლარს, გართობაზე - 60 ლარს, წიგნებსა და სხვა საკითხავებში - 27 ლარს.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ქართველ ახალგაზრდებს ნაკლებად სჯერათ პოლიტიკოსების, ყველაზე მეტად ნდობით ეკლესია სარგებლობს - 81%, ღმერთის არსებობისა სწამს 97%-ს. ახალგაზრდების 80% დარწმუნებულია, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვდება, გამოკითხულთა 48% რეგულარულად ლოცულობს.
გამოკითხულთა 46% არ ენდობა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს.
გამოკითხულთა 88% ამბობს, რომ არ მარიხუანა მოუწევია, ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყოლია გამოკითხულ მამაკაცთა 57%-ს, ხოლო ქალების 1%-ს.
ახალგაზრდების 74% მხარს უჭერს ევროკავშირს, ნატოს კი - 68%.
გამოკითხულთა 60% ცხოვრებით კმაყოფილია და 95%-ს სჯერა, რომ 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.