ორშაბათს რუსთავი2-ზე ნიჭიერის ფინალია. გამარჯვების მთავარი პრეტენდენტები ყველაზე რეიტინგულ და გრანდიოზული შოუსთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.
ნიჭიერის ისტორიაში პირველად ფინალში ორი ილუზიონისტი მოხვდა. წლევანდელი ნიჭიერის ყველაზე პატარა ფინალისტი 8 წლის მარიამ ურუშაძეა.
13 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლი ათძალი ფინალურ ნომერს გიორგი უშიკიშვილთან ერთად ამზადებს.
ნიჭიერის წლევანდელ ფინალში 5 მუსიკალური ნომერი შესრულდება. შოუს ფინალში მაყურებელი ორ უცხოურ ნომერსაც იხილავს.
ყველაზე რეიტინგული შოუს 9 ფინალისტიდან საუკეთესოს მაყურებელი ხმათა უმრავლესობით გამოავლენს.
ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი