06 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
კორტების სპეცოპერაციის საქმე - ირაკლი ფირცხალავას მეუღლის თქმით, სპეცრაზმელები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულები

ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ, ნინო ხვიტიამ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას, ხომ არ შეწყვიტეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულებმა შიმშილობა, რადგან შაბათ-კვირას მათთან კონტაქტის საშუალება არ აქვთ.

„ჩემი ინფორმაციით, ისინი არ აპირებდნენ შიმშილობის შეწყვეტას, სანამ არ დაკმაყოფილდებოდა მათი ლეგიტიმური მოთხოვნა,“ - განაცხადა ხვიტიამ.

არ არის გამორიცხული, კორტების სპეცოპერაციის ისტორიაში ახალი გარემოებების გამო საქმე მთლიანად გადაიხედოს. მთავარი ბრალდებულები, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, მთვარ მოწმეებს, შვიდ სპეცრაზმელს, შეთანხმებული ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ.

ირაკლი ფირცხალავას მეუღლის თქმით, 7-ვე სპეცრაზმელი ერთ საკანში იმყოფებოდა.

„7 სპეცრაზმელი, რომელთაც შეთანხმებული, იდენტური, დასწავლილი ჩვენები მისცეს იმ ეტაპზე, თორემ მანამდე სხვა ჩვენებებს იძლეოდნენ, იყო მიცემული იმის გამო, რომ ისინი ერთ საკანში იყვნენ განთავსებულები,“ - განაცხადა ნინო ხვიტიამ. 

დღის ამბები