01 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
შეზღუდვები გზებზე, შეფერხებული მოძრაობა და გადადებული რეისები - დიდთოვლობა საქართველოში

დიდთოვლობა საქართველოში - უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა აჭარაშიც. ძლიერი თოვის გამო რეისები გადაიდო ბათუმის აეროპორტში.

მთელი ღამის განმავლობაში თბილისის რამდენიმე უბანში 300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარეს. უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო დედაქალაქის ქუჩებში ავტომანქანების მოცურების საფრთხე ამ დრომდე არსებობს.

უკვე მეორე დღეა მოძრაობა შეჩერებულია ნაფეტვრების მიმართულებით. გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე არ დაწყებულა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარებისთვის მცხეთის მუნიციპალიტეტს მიმართეს, თუმცა სპეციალური ტექნიკა ნაფეტვრებში ამ დრომდე არ გამოჩენილა.

დღის ამბები