რუსთავის აზოტის თანამშრომლების მხარდასაჭერი მსვლელობა თბილისში - ამ წუთებში მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიურ მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის წარმომადგენლები ჟვანიას მოედანზე იკრიბებიან და მსვლელობით საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისისკენ გაემართებიან. აქციას სტუდენტური მოძრაობა მწვანე მუშტი უერთდება.
აქციის მონაწილეები, რამდენიმე დღის წინ, რუსთავის აზოტის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. კერძოდ კი იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციამ სამსახურიდან 350 თანამშრომელი გაუშვა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი გათავისუფლება აზოტის ქარხნიდან, კანონის დარღვევით მოხდა.
რაც შეეხება რუსთავის აზოტის ადმინისტრაციას, ისინი პირად განცხადებებში არ ადასტურებენ თანამშრომლების გათავისუფლებას და ისინი ამ ფაქტს, მხოლოდ ხელშეკრულების ახალ ეტაპს უკავშირებენ.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.