01 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
თელავში 57 წლის დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

თელავში 57 წლის დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, დავით ხოკერაშვილი სახლიდან ხუთი დღის წინ გავიდა. იგი ცივის მთის მიმართულებით საქონლის საძებნელად წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად, ადგილობრივებიც არიან ჩართული.

დღის ამბები