06 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
ივანიშვილის რეზიდენციასთან კოსტიუმირებული აქცია-პერფომანსი გაიმართა

კოსტიუმირებული აქცია-პერფომანსი სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის წევრები შეიკრიბნენ.

აქციის ორგანიზატორი გიგი კუბლაშვილი დღევანდელ საქართველოს „ცირკს“ უწოდებს.

„გვინდა რომ გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ ყველაფერი არის ცირკი რასაც ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს. ეს არის ჩვეულებრივი თეატრი და ამ ერთ თეატრში მონაწილეობს მთელი ქვეყანა და დრო არის ივანიშვილმა პირადად აგოს პასუხი და პირადად აიღოს პასუხისმგებლობა იმ ყველაფერ მავნებლობაზე რაც დღეს ქვეყანაში ხდება,“- განაცხადა გიგი კუბლაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ბიძინა ივანიშვილს, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„გვაქვს პერფომანსი წარმოდგენილი თუ როგორ იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს პარლამეტი, სქართველოს მთავრობა, მედია და სასამართლო, შესაბამისად ივანიშვილს მივმართავთ, რომ მისი მთავრობის მართვა უნდა დასრულდეს და ახალგაზრდების მიერ გამართული მეტად მნიშვნელოვანი აქცია კიდევ უფროო მასშტაბურ სახეს მიღებს,“-განაცხადა ბესო შენგელიამ.

დღის ამბები