06 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
ბათუმში 12 ოჯახს სახლი დაეწვა - 70-მდე ადამიანი ქუჩაშია, სადაც დიდთოვლობას ებრძვიან

ბათუმში 12 ოჯახს სახლი დაეწვა - ემთხვევა ბენზეს დასახლებაში მოხდა. სავარაუდოდ, მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზებია. 70-მდე ადამიანი ქუჩაშია, ბათუმში კი თოვლის საფარის სიმაღლე 15 სანტიმეტრს აღწევს. დაზარალებულები ადგილზე მთავრობისა და ბათუმის მერის მოსვლას ითხოვენ.

თოვის შედეგად ბათუმში ავტომანქანების თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია. მოყინული ასფალტის გამო გადაადგილება უჭირთ ქვეითად მოსიარულეებსაც. 

დიდთოვლობის გამო, ჩაქვი-ბათუმის უღელტეხილზე მოძრაობა გართულებულია. სინოპტიკოსების ნავარაუდევი ამინის მიხედვით ბათუმში დღეს შტორმიც მოსალოდნელია.

უკვე მორე დღეა შეფერხებით მუშაობს ბათუმის აეროპორტიც. უამინდობის გამო რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა.

მთელი ღამის განმავლობაში თბილისის რამდენიმე უბანში 300 ტონამდე ტეკნიკური მარილი დაყარეს. უკვე მეორე დღეა მოძრაობა შეჩერებულია ნაფეტვრების მიმართულებით. გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე არ დაწყებულა. 

უამინდობამ და ყინვამ პრობლემები შექმნა რიკოთის უღელტეხილზე.

თოვლის საფარისა და ავარიული სიტუაციების მაღალი ალბათობის გამო სპეციალური შეზღუდვაა დაწესებული გომბორის უღელტეხილზე. დიდთოვლობის გამო პრობლემები შეიქმნა გურიაშიც. რამდენიმე ადგილას ავტომანქანების გადაადგილება შეფერხებულია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილება სპეციალური რეჟიმით მიმდინარეობს.

ავტორი: შოთა კიკნაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები