06 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აჭარის გზებზე მომუშავე კომპანიას აკრიტიკებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში, ამინდისა და დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, მდგომარეობა რთულია, თუმცა გზებზე გადაადგილება შესაძლებელია.

მან რუსთავი 2-თან საუბრისას აჭარის რეგიონში კონტრაქტორი კომპანიის პასუხიმგებლობაზეც ისაუბრა.

„ერთადერთი მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის ტერიტორიაზე კონტრაქტორ კომპანიას, პირველ რიგში, ალბათ პასუხისმგებლობა არ ეყო, რომ სათანადოდ მომზადებულიყო და მიუხედავად მთელი ღამის ძლიერი თოვისა, უფრო უკეთეს კონდიციაში გვქონოდა გზები. სხვა ყველა მონაკვეთზე მიმდინარეობს ინტენსიური წმენდა, ამ წუთებში გურიაში ვიმყოფები და ცენტრალური მაგისტრალი, ფაქტობრივად სუფთა არის,“ - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად გადაკეტეს და მას საღამოს კვლავ გახსნიან.

მისი თქმით, საქართველოში შეზღუდვები ძირითადი მაგისტრალებიდან ქობულეთის შემოვლით გზაზე, რიკოთისა და ჩაქვის უღელტეხილებზე მოქმედებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები