06 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
შიმშილობის მეოთხე დღე - ზუგდიდში დევნილები საყოფაცხოვრებო პირობებს აპროტესტებენ

ზუგდიდში მეოთხე დღეა დევნილები შიმშილობენ - იძულებით გადაადგილებულები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ. დევნილები საყოფაცხოვრებო პირობებს აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, მათ საცხოვრებელი ბინების მისაღებად საკმარისი ქულები ვერ მიიღეს და ქულების გადამოწმებას ითხოვენ. ისინი 45 ლარიანი დახმარების მოხსნასაც აპროტესტებენ და დევნილთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.

დღის ამბები