89 წლის ასაკში პარიზში, ვეტერანი ფრანგი მსახიობი ემანუელ რივა გარდაიცვალა. მსახიობი, რომლის კარიერაც 50 წელზე მეტს ითვლის, სიმსივნეს ებრძოდა. ფილმ სიყვარულში შესრულებული მთავარი როლით ემანუელ რივა ყველაზე ასაკოვანი ვარსკვლავი გახდა, რომელიც ოსკარზე წარადგინეს. მსახიობი არასდროს ყოფილა დაქორწინებული. მას არც შვილები ჰყავს.