06 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ეს ბრალდებები უბრალოდ, არგუმენტების გარეშე, არის მხოლოდ და მხოლო ცილისწამება - უჩა ნანუაშვილი ევა გოცირიძეს პასუხობს

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ომბუდსმენის აპარატს ევროსაბჭოსთან სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა. ის აცხადებს, რომ ხარვეზების შესახებ მათ შორის საუბარი იყო.

„თუკი ევროსაბჭო იზიარებს გარკვეულ საკითხებში ჩვენს პოზიციას და ჩვენს არგუმენტებს, მე ვფიქრობ, აქ ალბათ გასამართლებელი არ არის. მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ის, რომ ყველა ჩვენი კრიტიკა არის დაფუძნებული ფაქტებზე და ჩვენი არგუმენტები ალბათ უფრო მისაღები იყო ევროსაბჭოსთვის, რადგან ევროსაბჭო ყოველთვის დაინტერსებული არის სახალხო დამცველთან ჰქონდეს კონსულტაციები მთელ რიგ საკითხებზე. მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებითაც. მათ ჰქონდათ გარკვეული კითხვის ნიშნები, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ხარვეზებზე პროცედურებში. ეს ბრალდებები, უბრალოდ არგუმენტების გარეშე არის მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევა გოცირიძემ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობდა, რომ სამოქალაქო სექტორმა, ოპოზიციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროსაბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატებზე უარის თქმის მთავარი მიზეზი მათი შერჩევის გაუმჭვირვალე პროცესი იყო.

ავტორი: შოთა კიკნაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები