ბათუმში 12 ოჯახს სახლი დაეწვა - 70-მდე ადამიანი ქუჩაშია დარჩენილი. შემთხვევა ბენზეს დასახლებაში მოხდა. სავარაუდო მიზეზად ელექტროგადამცემი ხაზები სახელდება. დაზარალებულები შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას და დახმარების გაწევას ითხოვენ. ქალაქში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს.