06 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
სამკერვალო ფაბრიკა "ამირანის" ყოფილი დირექტორი საწარმოს იძულებით ჩამორთმევას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს

თბილისის ცენტრში მდებარე უზარმაზარი სამკერვალო ფაბრიკის ამირანის ყოფილი მფლობელი ამბობს, რომ მას ფაბრიკა ყალბი სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე წაართვეს. ამ მიზნის მისაღწევად, ეკონომიკურ დანაშაულებთან მებრძოლებმა, ყალბი მიზეზით მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს და თანამდებობის დატოვება აიძულეს, შემდეგ კი დაიჭირეს. საწარმო კი ახალი დირექტორის დახმარებით, გააკოტრეს. ფაბრიკას ხელოვნურად გაუზარდეს ვალი, გააკოტრეს და შემდეგ აუქციონზე, 13 მილიონ ლარად შეფასებული ობიექტი 300 ათას ლარად გაყიდეს. მყიდველი კი ბანკი ქართუ იყო.

ფაბრიკის ყოფილი მფლობელი ავთო კვარაცხელია საწარმოს წართმევას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს.

მოგვიანებით, საქმე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეისწავლა და დაწერა, რომ მთლიანად საპროცესო კოდექსის დარღვევაა, ხოლო საქმეში მევალედ მითითებულმა ინტელექტ ბანკმაც დაწერა, რომ არათუ 800 ათასი ლარი, რომელსაც დირექტორს ედავებოდნენ, თითქოს ბანკიდან გაიტანა, საერთოდ არანაირი ვალი საწარმოს არ ერიცხებოდა. გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა სასამართლომაც და პროკურატურაში საქმე საწარმოს ხელოვნურად გაკოტრების ბრალდებით აღიძრა.

ფული ქართუ ბანკიდან 2003 წლის 27 თებერვალს გადაირიცხა. მას შემდეგ არ წყვეტენ ბრძოლას აქციონერები და არც პროკურატურაში საწარმოს განზრახ გაკოტრებაზე აღძრული საქმე შეწყვეტილა.

სამკერვალო საწარმო ამირანში გერმანულ დანადგარებზე კოსტიუმები და პალტოები, უცხოური ბრენდების დაკვეთით იკერებოდა და ამერიკასა და ევროპაში გადიოდა.

ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი. 

 

 

 

დღის ამბები